LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „უკვე 16 წელია, ნატო-ს ღია კარში ვდგავართ.. როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ თქვა, როდესაც ღია კარში დიდხანს ხარ, შეიძლება ადამიანი ორპირ ქარში გაცივდეს, ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა“

135
შალვა პაპუაშვილი

„პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თქვა: 2008 წელს ბუქარესტში იმით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს ნატო-ში მიღება, გარკვეული შესაძლებლობა მისცეს რუსეთს, რომ აგრესია განეხორციელებინა. ამიტომ, ალბათ, ნატო-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე საუბრის დროს განაცხადა.

უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას – რა წერია NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველოზე

შალვა პაპუაშვილმა ნატოს-თან მიმართებით, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ცნობილი ფრაზა გაიხსენა და თქვა, რომ „უკვე 16 წელია, საქართველო ღია კარში დგას“.

„შეგიძლიათ პოლონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება იხილოთ, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი შემდეგ რუსეთის აგრესიასთან, სულ რამდენიმე კვირაში. ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე 16 წელია, ამ ღია კარში ვდგავართ. როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს. ამიტომ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ამაზე უნდა იფიქრონ, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დანაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები.

ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის მიმართაც დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, იგივე გაიმეორეს, რაც 16 წლის წინ უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. როდის გახდება, როგორ გახდება და ა.შ. უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტია უკრაინა იბრძვის ევროპის დასაცავად და ასე აფასებს თავად ნატო ამ ომსაც, იმიტომაც ეხმარება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ გმირ უკრაინელ ხალხს უკვე 2 წელზე მეტია ფრონტი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის ჯარები შეაკავოს, ვნახეთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

„ნატო-ს ვაშინგტონის სამიტმა, პირველად 2008 წლის მერე, არ ახსენა საქართველო გაწევრიანების კონტექსტში – მმართველი პარტია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ – გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები