LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ამ პროდუქტზე ყოველდღე იქნება ყველაზე დაბალი ფასი

118
შალვა პაპუაშვილი

კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქსელების ნაწილი გარკვეულ პროდუქტებს მოქალაქეებს მუდმივად დაბალ ფასში შესთავაზებენ და ამას ერთჯერადი სააქციო ხასიათი არ ექნება.

„ნახეთ, რომ ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის, საერთო ჯამში, პროდუქტებით ვაჭრობის უმეტესი ნაწილი, თქვა, რომ გამოყვეს კონკრეტული პროდუქტების სია, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც ვთქვათ, კვირაში ერთხელ ყოფილიყო და მეორე დღეს არა, არამედ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტებისა, რომელზეც მუდმივად, ყოველ დღეს, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა, იმ პროდუქტზე იქნება ყველაზე დაბალი ფასი, რომელიმე მწარმოებლისა. ასე რომ აქაც, კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილი: „ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g