პენელოპა კრუსმა „სან-სებასტიანის კინოფესტივალზე“ კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო მიიღო. ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, ვისაც აღნიშნული ჯილდო გადაეცა. 45 წლის ვასრკვლავს „შანელის“ თეთრი კაბა ამშვენებდა, ჯილდო კი 59 წლის მომღერალმა, U2– ს სოლისტმა ბონომ გადასცა.
სამადლობელ სიტყვაში კრუსმა მსოფლიოში არსებული ოჯახური ძალადობის შესახებ ისაუბრა და ქალბატონებს მოუწოდა, პრობლემის შესახებ მალევე გააგებინონ კომპეტენტურ პირებს.
„ქალბატონებო, საკუთარ თავში ძალა აღმოაჩინეთ და წინ აღუდექით ძალადობას”- აცხადრებს ესპანელი მსახიობი
შეგახსენებთ, სან-სებასტიანის კინოფესტივალი 1953 წლიდან იმართება.