”შანელმა” რაგბის ბურთი შექმნა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ყველაზე პოპულარულმა მოდურმა ბრენდმა გადაწყვიტა, რომ ამ მხრივ რაგბის მსოფლიო თასისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა.
კარლ ლაგერფილდმა ტრადიციულად მაქსიმალიზმი გამოიჩინა და ერთის ნაცვლად 4 – შავი, თეთრი, მუქი ლურჯი და ღვინისფერი ბურთები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ძალიან ფაქიზად გაკეთებული ბურთები ერთმანეთისგან მხოლოდ ფერებით განსხვავდება. მსურველებს მათი შეძენა მხოლოდ კერძო შეკვეთით შეეძლებათ.