LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანხაიში „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო კონფერენცია” გაიმართა

121
New Project

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ.

„იმედი მაქვს, აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და საქართველოს, როგორც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას. ასევე, ღონისძიება მნიშვნელოვანია პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების კუთხითაც, რაც ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კონფერენციაზე საქართველოსთან ერთად ქარვისფერი ღვინის მწარმოებელი ისეთი ქვეყნები არიან წარმოდგენილები, როგორებიცაა იტალია, სლოვენია და ავსტრია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის მნიშვნელობას და აღნიშნული მეთოდის საერთაშორისო აღიარებას“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი და ქარვისფერი ღვინის ექსპერტი საიმონ ჯეი ვულფი უძღვებოდნენ, რომლებმაც სტუმრებს ქარვისფერი ღვინის წარმოშობის ისტორია გააცნეს.

ქართული ქარვისფერი ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე საინფორმაციო-ტექნიკური ხასიათის სესიაც გაიმართა, რომელიც ქართველმა მეღვინეებმა წარმოადგინეს.

 

magti 5g