LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შაქარაშვილის მკვლელობა არ დასტურდება” – ბრალდებულებისა და ოჯახის ადვოკატების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება

164
გიორგი 2323

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ოჯახის ადვოკატისა და ბრალდებულების ადვოკატების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების სერია გრძელდება.

ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას. 

უფლებადამცველის თქმით, ვერც ერთი აქამდე დაკითხული მოწმის ჩვენებით და გამოკვლეული მტკიცებულებით განზრახ მკვლელობის ფაქტი ვერ დასტურდება და სამართლებრივი თვალსაზრისით გამამართლებელ განაჩენს ალტერნატივა არ აქვს.

„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა განზრახ მკვლელობას ადგილი და ჩაიდინეს თუ არა ეს ქმედება წარმოდგენილმა ბრალდებულებმა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას. ვერც ერთი აქამდე დაკითხული მოწმის ჩვენებით და გამოკვლეული მტკიცებულებით განზრახ მკვლელობის ფაქტი ვერ დაადასტურა ბრალდების მხარემ და ვერც დაადასტურებს დარჩენილი მოწმეებით. სამართლებრივი თვალსაზრისით გამამართლებელ განაჩენს ალტერნატივა არ აქვს და შეუძლებელია რომელიმე პირის ბრალეულობაზე იყოს საუბარი”, – აღნიშნა რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე  შოთა კახიძემ.

შაქარაშვილს მინიმუმ 9 დაზიანება მიღებული აქვს ფეხის, ხელის ან ბლაგვი საგნებით – პროკურატურა კომისიურ დასკნას აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g