LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა

284
mosasmen 77

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ სახლში მოსასმენი აპარატი აღმოაჩინა.

საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. სამართალდამცავებს სახლის ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

ზ.ხ-ს მამა აცხადებს, რომ მოსასმენი აპარატურა საძინებელში აღმოაჩინა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

მე ეს ნივთი აქ არ დამიდია, არც ვიცი რა არის. 2-3 დღის წინ პოლიციამ ჩვენს სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელსაც არავინ ესწრებოდა. ჯერ ის უნდა დამტკიცდეს მოსასმენი აპარატურა არის თუ არა, თუმცა ლოგიკას თუ მივყვებით, სხვა ვინ დაამონტაჟა თუ არა მათ. მეგობარმა ივარაუდა, რომ ჩემს სახლში მიმდინარეობდა მოსმენა და სპეციალური მოწყობილობით შევამოწმე სახლში არსებული ყველა დენის წყარო“, – აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე  დაკავებულ 11 პირს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g