LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებული არასრულწლოვნის ბებია პროკურატურასთან შეუძლოდ გახდა: ის კლინიკაში გადაიყვანეს

350
BeFunky-collage

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ბებია ლიანა ხომასურიძე, პროკურატურის შენობასთან შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყებასთან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. მედიკოსებმა ლიანა ხომასურიძეს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბრალდებულის ბებიას ორი დღეა საკვები არ მიუღია.

„ნუ დაგვიჩაგრავთ ბავშვს ფულით და თანამდებობით… მკვლელი შვილიშვილი არ მინდა“ – ზ.ხ.-ს ბებია და ბაბუა შაქარაშვილის ოჯახს მიმართავენ

ბებია არასრულწლოვანი შვილთაშვილის მოთხოვნას უერთდება, რომელიც სიცრუის დეტექტორით დაკითხვას ითხოვს. არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამა კი შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში თამაზ ხომასურიძე, სუიციდით იმუქრება.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მამა პროკურატურასთან შიმშილობს – „მომდევნო ნაბიჯი სუიციდი იქნება“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები