LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუმძიმდა

175
BeFunky-collage - 2020-09-04T130625.244

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების ნაწილს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აღნიშნულ საქმეზე დაკავებული წაქაძის ადვოკატმა ისაუბრა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ირაკლი წაქაძის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

„გამომძიებელი მოვიდა ბრალის დასაზუსტებლად, სინამდვილეში კი ახალი ბრალის – 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის ფორმულირება წარმოგვიდგინეს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება პირველი ჩხუბის ეპიზოდში ედავება, ვითომ ფიზიკურად გაუსწორდა ნ.ხ-სა და ვახტანგ ჩიქოვანს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნ.ხ დაზარალებულად ცნეს, ის არავის ადებს ხელს, შესაბამისად, საქმეში დაზარალებული არ არის”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g