LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარიქა 50: ქართველი მორაგბე მსოფლიო რეკორდსმენთა შორისაა

200

ქართველი მორაგბე, მერაბ შარიქაძე მსოფლიო რაგბის რეკორდსმენებს შორის მოხვდა.

ფრანგული “ორიაკის” (პრო D2-ის გუნდი) ქართველი ლეგიონერი მეორე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების რიგებში 50 მატჩის ჩატარება მოასწრო. რუმინეთთან გუშინდელი მატჩი უკვე 51-ე იყო.

შარიქაძემ, რომელიც ნაკრების ღირსებას 2012 წლიდან იცავს, “ბორჯღალოსნების” რიგებში 50-ე მატჩის გამართვის დროს 23 წლის და 291 დღის იყო. ამ მაჩვენებლით ჩვენიანი მხოლოდ უელსელ ჯორჯ ნორსს ჩამორჩება, რომელმაც მსგავს შედეგს 23 წლის და 138 დღის ასაკში მიაღწია.

აღსანიშანვია ისიც, 20 წლის ვასილ ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრების რიგებში უკვე 20 მატჩის გამართვა მოასწრო და დიდი შანსია, რომ შარიქაძის შედეგის გაუმჯობესება შეძლოს. შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე 2015 წლის მსოფლიო თასზე 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია.

 

ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეთა ათეული, რომელთაც 50 მატჩი ჩაატარეს ეროვნულ ნაკრებებში:

1. ჯორჯო ნორსი (უელსი) – 23 წელი და 138 დღე
2. მერაბ შარიქაძე (საქართველო) – 23 წელი და 291 დღე
3. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია) – 23 წელი და 352 დღე
4. ჯო როფი (ავსტრალია) – 24 წელი და 40 დღე
5. მორგან პარა (საფრანგეთი) – 24 წელი და 114 დღე
6. სერჯიო პარისე (იტალია) – 24 წელი და 151 დღე
7. ჯონი უილკინსონი (ინგლისი) – 24 წელი და 168 დღე
8. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია) – 24 წელი და 233 დღე
9. კრისტიან ქალენი (ახალი ზელანდია) – 24 წელი და 280 დღე
10. კატალინ ფერკუ (რუმინეთი) – 24 წელი და 287 დღე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები