LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარკოს თერაპია – წყლის ცეკვა სხეულისთვის

108
შარკოს თერაპია – წყლის ცეკვა სხეულისთვის

არის მომენტები, როცა სხეული თვითონ გვკარნახობს რა გვჭირდება. თუნდაც განტვირთვა, ენერგიის აღდგენა და შინაგანი წონასწორობის დაბრუნება და ჩვენც სწორედ ასეთ დროს გვახსენდება რაიმე ისეთი, რაც გაგვაჯანსაღებს და გაგვალამაზებს. დღეს „შარკოს შხაპზე” ვისაუბროთ, ჰიდროთერაპიულ პროცედურაზე, რომელიც ეხმარება სხეულს ტონუსის მომატებაში, კუნთების მოდუნებასა და ფიზიკურ გამძლეობაში. შარკოს მეორენაირად „წყლის ცეკვა სხეულისთვის” ეძახიან. ეს არის თერაპია რომელიც გოგირდის წყლებით კეთდება და მოძრაობასა და სიმშვიდეს შორის ბალანსს გვთავაზობს.

მაინც როგორი პროცედურაა შარკო? როგორი და წყლის მაღალწნევიანი ნაკადით ხდება სხეულის მასაჟი. მექანიკური და ტემპერატურული ზემოქმედება (ცვლადი ტემპერატურა) ძლიერ მასტიმულირებელ და გამაჯანსაღებელ ეფექტს გვაძლევს, მიზანმიმართულად მოქმედებს სხეულის კონკრეტულ ზონებზე და ქმნის ძლიერ თერაპიულ ეფექტს. ამკვრივებს. თითქოს წყალი არა უბრალოდ გეხება, არამედ გესაუბრება – ათავისუფლებს დაჭიმულობას და ასუფთავებს შინაგან სივრცეს.

რა სარგებლობა აქვს შარკოს, ეს ყველაზე საჭირო და საინტერესო თემაა.

პროცედურა ეფექტურია:

  • ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად
  • ხერხემლისა და ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
  • გულსისხლძარღვთა სისტემის მოსაწესრიგებლად
  • ორგანიზმში იმუნიტეტის ასამაღლებლად
  • შარკოს შხაპი გაახალგაზრდავების პროცეს უწყობს ხელს

როდის არის სასურველი შარკოს პროცედურა?

რეკომენდებულია სტრესულ პერიოდებში, დაღლილობის ან კუნთოვანი დაძაბულობისას. საუკეთესოა რეგულარული სეანსების სახით. სასურველია მსუბუქი კვება, წყლის მიღება და პროცედურის შემდეგ დასვენება.

შარკოს შედეგი ძალიან ეფექტურია, რადგან წყლის მაღალი წნევით ზემოქმედება იმეორებს ღრმა მასაჟის მოძრაობებს. შედეგად, კუნთები იჭიმება, დაღლილობა მცირდება და ენერგია იწყებს დინებას. წარმოიდგინეთ სხეული რომ მსუბუქდება და ფიქრები მშვიდდება ეს როგორი შეგრძნება და სიამოვნებაა. ეფექტურია როგორც თერაპიულ–პროფილაქტიკური მიზნებისათვის, ასევე სხეულის კორექციისათვის.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია როგორც პრევენციისთვის, ასევე კონკრეტული მდგომარეობების დროს. თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ექიმთან ან სპეციალისტთან წინასწარი კონსულტაცია. თუ გაქვთ აქტიური ანთება ან გულის პრობლემები შარკო არ არის რეკომენდებული. ნებისმიერ პროცედურამდე ექიმთან კონსულტაციაა აუცილებელი და საჭირო პირობაა.

გავაგრძელოთ:

წყლის მოძრაობა, მისი სიმძაფრე და სიღრმე – ეს ყველაფერი შარკოს თერაპიაში გადაიქცევა სხეულის, გონებისა და ემოციების გასაწმენდ არხად. და როცა პროცედურას ვასრულებთ, რჩება მხოლოდ სიმშვიდე, სითბო და შეგრძნება, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალა და კიდევ ერთი, ყველა ქალისთვის განსაკუთრებული შეგრძნება მოგაქვს იქიდან. და იცით რა არის ეს? რა და ჯანმრთელიც ხარ და ლამაზიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g