ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალმა სიცოცხლის ბოლო წუთები საკუთარ სახლში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გაატარა. ამის შესახებ გამოცემა AFP მუსიკოსის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შარლ აზნავური დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა საქართველოში დაიბადა. გადმოცემით, აზნავურის პაპა მამის მხრიდან ნიკოლოზ II-ის მზარეული იყო ლიკანის რეზიდენციაში.
ფრანგი და სომეხი მომღერალის ჩანაწერები 60-ზე მეტ ფილმში გამოიყენეს. მისი ყველაზე ცნობილი მუსიკაა 1974 წლის “ის”, რომლისთვისაც 2017 წელს ჰოლივუდის დიდების დარბაზში დააჯილდოვეს.
აზნავური სამჯერ დაქორწინდა და მას ექვსი შვილი ჰყავს.