LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: მართლმსაჯულების რეფორმა19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა

59
publika.ge--

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მიშელმა 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ, დაინტერესებულ, ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები