LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი თამარ კორძაიამაც მოაწერა

56
korzaia

„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

კორძაიამ მიშელის დოკუმენტს ხელი ევროკავშირის ოფისში დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის საელჩოს, ამერიკის საელჩოს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ურყევად დგანან ჩვენს გვერდზე იმისათვის, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

სწორედ ამიტომ მოვედი მე და მოვაწერე ხელი, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ოპოზიცია გააგრძელებს ერთობლივ ბრძოლას „ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე, ბრძოლას ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გადატარებლად.

ბოიკოტის შემდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა. მე სადაც ვიყავი იქ ვარ, „რესპუბლიკურ პარტიაში”, – განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვს “რესპუბლიკელების” კიდევ ერთ წევრს,ხათუნა სამნიძეს.

შეგახსენებთ, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g