ფოტო: IPN
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერების ნაწილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ხვდება.
მხარეები ამ წუტებში პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე, გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეები ინფორმაციებს გაცვლიდნენ.
შეხვედრაზე მისული ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ზაზა გახელაძის დასახმარებლად ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. მათივე თქმით, ოჯახის წევრებისგან მოისმენენ, თუ როგორ მომქმედებდა ხელისუფლება ამ დრომდე და რას მოიმოქმედებს მომავალში.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმმადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის ფეხის არეში იყო დაჭრილი. გახელაძეს ბრალად საზღვრის დარღვევა ედებოდა. მას წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ გაუხანგრძლივდა.
5 თებერვალს კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ-მა უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.