LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნა მძლავრი სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ შედგეს მოლაპარაკება: კალოიანი

68
1

“ევროპული საქართველოს” წევრი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნა, ეს არის სიგნალი ქართული ხელისუფლებისადმი, რომ შედგეს მოლაპარაკება.

ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია და კონკრეტულად “ევროპული საქართველო” მზადაა, რიგგარეშე არჩევნებამდე ყოველგვარი გართულების გარეშე მივიდეს.

გარდა ამისა, კალოიანი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დღეს დაგეგმილ დებატებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დებატები მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიძრას.

„კიდევ ერთი მხარდაჭერაა გამოხატული ევროკავშირის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე დგას, თუმცა სჯობდა, რომ ეს სხვა კონტექსტში ყოფილიყო. ჩვენ ველოდებით ამ დებატებისგან, რომ კიდევ ერთი მძლავრი მხარდამჭერი სიგნალი იქნება, რათა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ბოლომდე გაიხსნას“, – აღნიშნა კალოიანმა.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრი რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს  საჭიროებას – დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რათა მისივე სიტყვებით, ეს “ხელისუფლება დროულად და მშვიდობიანად გავისტუმროთ სახლში”.

„იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის პოლიტიკური კარიერა დგას უკანონო ჩანაწერებზე, ძალიან ცინიკურია ამ ჩანაწერზე მათი კომენტარები. პრობლემაა თავად ჩანაწერი და პრობლემაა მასზე კომენტარები”

“რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს გამოძიების საგანი, მაგრამ მთავარია, რომ ეს ჩანაწერები ხაზს უსვამს სასიცოცხლო აუცილებლობას რიგგარეშე დემოკრატიულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას და ამ ხელისუფლების დროულად და მშვიდობიანად სახლში გასტუმრებას. ოპოზიციისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ , – განაცხადა კალოიანმა და დასძინა, რომ „ევროპული საქართველო“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გააკეთებს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების ჩასაშლელად საბაბად ვერანაირი ჩანაწერი ვერ გამოიყენოს.

magti 5g