LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა – აეროპორტიდან კარლ ჰარცელმა და დავით ზალკალიანმა გააცილეს

79
zalkaliani

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყნიდან დღეს დილით გაემგზავრა.

ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილეს.

„წარმატებული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორი და დასტური იმისა, რომ მათთვის დემოკრატიზაციის პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამიერიდან მთლიანად მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოსაგვარებლად და ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი.

მთავარი აქცენტები უნდა გაკეთდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე, იმაზე, რომ საქართველომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი ამბიციური გადაწყვეტილება, რაც არის დაკავშირებული 2024 წლის გაწევრიანების განაცხადის გაკეთებასთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

გვიან ღამით, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართა.

სადილს შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ღონისძიებაზე დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდა და მისი აღსრულების გეგმები დაისახა.

ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის: შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g