LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის: შალვა პაპუაშვილი

58
papuashvili-e1610787757856

“ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და ნიკა მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გათავისუფლება. უარი თუ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია”,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების პირობები ხელშეკრულებაში გაწერილია.

“რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, იცით, რომ ამნისტია ეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებს, არა მხოლოდ ნიკა მელიას. ეს ამნისტიის კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება. ამაში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ერთობლივად და ამნისტიის შედეგად ამნისტირებული იქნება ყველაფერი, რაც დაკავშირებულია 20 ივნისთან და აქვთ ბრალდება წაყენებული,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მუშაობას საქართველოს პარლამენტში ხვალვე შეუდგებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g