LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი და ჰოლი ბერი – ლამაზმანები მინი-კაბებში (ფოტო)

684
teron

ლას-ვეგასში ყოველწლიური კინოფესტივალი CinemaCon დასრულდა, სადაც კინოსვარსკვლავებმა ახალი პროექტები და ფილმები წარადგინეს. ფესტივალის ბოლო დღეს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ ჰოლი ბერი, შარლიზ ტერონი და ევა ლონგორია.

შარლიზ ტერონი სცენაზე ყვითელ მინი-კაბაში გამოწყობილი გამოვიდა. მსახიობმა ახალი ფილმი Long Shot წარადგინა, რომელიც ეკრანებზე მაისში გამოდის. რაც ეხება ჰოლი ბერის, ის „პატბოს“ ვერცლისფერ მინი-კაბაში იყო გამოწყობილი. მან წარადგინა ფილმი John Wick: Chapter 3 — Parabellum, სადაც ის კანიუ რივზთან ერთად მთავარ როლს ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები