LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი „დიორის“ სექსუალურ მინი-კაბაში (ფოტო)

578
teeronshrl

შარლიზ ტერონი აქტიურადაა დაკავებული ახალი ფილმის Long Shot საპრემიერო ჩვენებით. ამჯერად 43 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა ახალი ფილმი პარიზში წარადგინა, სადაც ის 37 წლის მსახიობთან, სეტ როგანთან ერთად მივიდა. სწორედ როგანთან ერთად ასრულებს ტერონი მთავარ როლს ახალ ფილმში.

ამ დღეს ტერონმა არჩევანი შავი ფერის ანსამბლზე გააკეთა. მსახიობმა ბოლო დროს თმა შავად შეიღება და აქცენტი მოკლე ვარცხნილობაზე გააკეთა. 43 წლის ვარსკვლავი ბწყინავდა „დიორის“ შავ სექსუალურ მინი-კაბაში. რაც შეეხება ფილმს, ის ჯონათან ლევინის ხალი კომედიური ჟანრის კინოსურათია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები