LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი გადაღებებზე დაშავდა

48

შარლიზ ტერონი იმ მსახიობების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც სასურველი როლისთვის თითქმის ყველაფერზეა წამსვლელი. მაგალითად ფილმისთვის „მონსტრი“ მან 13 კილოგრამი მოიმატა, „ტალისთვის“ – 16. მელოდრამისთვის „ტკბილი ნოემბერი“ კი პირიქით, ძალიან გახდა.

ფილმისთვის „Atomic Blonde” შარლიზმა წონაში ისევ დაიკლო და კრივი ისწავლა, ჩხუბის სცენის გადაღების დროს კი ორი კბილი მოიტეხა, რასაც დღემდე მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ ფილმის რეჟისორი დევიდ ლიტჩია, პარტნიორობას კი მას ჯეიმს მაკევოი უწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები