ოცნების მამაკაცს შარლიზ ტერონი ჯერ კიდევ არ შეხვედრია, თუმცა მსახიობმა გადაწყვიტა, ამის გამო იმედი არ გაუცრუვდეს. ტერონი მთელ დროს შვილებზე ზრუნვას უთმობს, მან გასულ წელს მეორე შვილი აიყვანა.
2015 წლის აგვისტოში, როდესაც ტერონი ჯერ კიდევ შონ პენთან ერთად იყო, გოგონა იშვილა. ბავშვთან ერთად მსახიობი საზოგადოებაში მალე გამოჩნდა, თუმცა აფრო-ამერიკელი გოგონას სახეს ტერონი საგულდაგულოდ მალავდა. ახლა კი პატარა აუგუსტის გადაღება პაპარაცებმა პირველად შეძლეს. ფოტოები შარლიზის უფროსი შვილის, ჯექსონის ცეკვის სკოლის პარკინგზეა გადაღებული. ჯექსონს გაკვეთილებზე შესვლა არ სურდა, რის გამოც შარლიზმა მას ხმამაღლა დაუყვირა.




