LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი თავზეხელაღებული ბიზნესმენის როლში (თრეილერი)

117

ინტერნეტში გამოჩნდა პირველი თრეილერი ნეშ ედგერტონის მძაფრსიუჟეტიანი ფილმიდან „საშიში ბიზნესი“, სადაც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს. კინოსურათში ოსკაროსანი მსახიობი ქერათმიანი და სასტიკი ბიზნესმენის როლში გვევლინება, რომელიც სახიფათო ბიზნესს აწარმოებს. სიუჟეტის მიხედვით, ტერონის გმირის ქვეშევრდომი უნიკალურ ფორმულას აღმოაჩნეს, რომელზეც ყველა ნადირობს. ის გამოსასყიდის მიზნით საკუთარი გატაცების ინსცენირებას გადაწყვეტს. კინოსურათში მთავარ როლებს ამანდა სეიფრიდი და ტენდი ნიუტონიც ასრულებენ.

ფილმი კინოეკრენაბზე 2018 წლის აპრილში გამოვა. პირველი თრეილერის კადრებში 42 წლის ტერონი მოკლედ შეჭრილ ქერა თმებით, თეთრი დეკოლტირებული ბლუზონითა და მკვეთრი მაკიაჟით გამოჩნდა.

 

 

 

l

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები