LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილის ავარია – დაშავებულთა მდგომარეობა გაუმჯობესდა

617
შატილი (1)

შატილში მომხდარი ავარიის დროს სამი გადარჩენილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

30 წლამდე ასაკის სამი ქალის მდგომარეობა თავდაპირველად უკიდურესად მძიმე იყო, ჰქონდათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. ექიმების ინფორმაციით დინამიკა დადებითისკენ შეიცვალა, პროგნოზი უკვე ოპტიმისტურია, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე რჩებიან.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკულ შემთხვევის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები