48 საათის განმავლობაში შავ ზღვაში მაშველებმა საქართველოს და უცხოეთის 14 მოქალაქე გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ დრომდე ზღვაზე 5 ბალიანი შტორმია, დილიდან აღმართულია წითელი ალმები.
135 მაშველი, რომლებიც დამსვენებლის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, დასმვენებლებს სიტყვიერადაც აფრთხილებენ და ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ზღვაში საშტორმო მდგომარეობა ხვალაც გასტანს.