32 წლის ამერიკელმა რეპერმა, ქარდი ბიმ, „პარიზის მოდის კვირეული“ ნამდვილ სანახაობად აქცია. ვარსკვლავი რამდენიმე გამორჩეულ ჩვენებას დაესწრო, მათ შორის დიზაინერის, Rahul Mishra-ს ბრენდის შოუც იყო, სადაც მომღერალი ისე გამოჩნდა, როგორც „მეტ გალას“ წითელ ხალიჩაზე. ქარდი ბის სპეციალურად მისთვის შეკერილი გრძელი წითელი კაბა შოუს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმი გახდა. კაბის მთავარი დეტალი უზარმაზარი წითელი ვარდები იყო, რომლებიც არტისტის ზურგს ლამაზად ამშვენებდა და მავთულებით იყო ფიქსირებული.
თუმცა შოუს დრამატული პიკი „სკიაპარელის“ ჩვენებაზე დადგა. ქარდი ბიმ შავი, ტანზე მომდგარი გლამურული კაბა მოირგო, რომელსაც მხრებზე თავისუფლად გადაფენილი შალი ამშვენებდა.
შოუმდე წუთებით ადრე რეპერის თავზე მკვეთრი სპილოსძვლისფერი მძივებიანი ფოჩები დაეშვა, რომლებიც მუხლებამდე ჩანდა და თითქმის ფარავდა ელეგანტურ შავ ხელთათმანებს. მიუხედავად შთამბეჭდავი სამოსისა, ქარდი ბიმ აქსესუარები მინიმუმამდე დაიყვანა, მარგალიტის ცრემლის ფორმის საყურეები და ბრილიანტებით მოჭედილი თმის სამაგრი საკმარისი აღმოჩნდა ეფექტური ლუქისთვის.
თუმცა ყველაზე დიდი გაოცება იმ ყვავმა გამოიწვია, რომელსაც მომღერალი ხელით ატარებდა და რომელიც მისი შოუს ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალი გახდა.
ქარდი ბიმ ახალი დისკი ოფიციალურად დააანონსა



