BGEO ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესჯგუფმა “საქართველოს კაპიტალმა” ”კრაფტ ლუდის” მწარმოებელი კომპანია “შავი ლომის” 100% -იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება ამ დროისთვის უცნობია.
”შავი ლომი” პრემიუმ სეგემენტის მწარმოებელია, მართავს ლუდსახარშს და წელიწადში 3 მილიონი ლიტრი ლუდის წარმოება შეუძლია.კომპანიამ პროდუქციის რეალიზება 2016 წელს დაიწყო.
რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალს”, მის მფლობელობაშია “თელიანი ველი” და მისი შვილობილი “გლობალ ბიერ ჯორჯია”, რომელიც ლუდს “აისი” აწარმოებს. ამასთან, გეგმავს „ჰეინეკენისა“ და „კრუშოვიცეს“ ლუდის გამოშვებას.