LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რამდენიმე რესტორანმა დღეიდან სტუმრების მიღების წესი შეცვალა: დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებულები

313
237256260-132968522329598-6208077803976946303-n

დღეიდან, თბილისის რამდენიმე რესტორანმა სტუმრების მიღების წესი შეცვალა. საუბარია რესტორნებზე „შავი ლომი“ და „ნინიას ბაღი“. აღნიშნული ინფორმაცია მათ ოფიციალურ Facebook-გვერდებზე გამოქვეყნდა.

„ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან „შავი ლომი“ მხოლოდ აცრილ, ანტიგენი, ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ. აცრის დამადასტურებელი შტრიხ კოდი, შეგიძლიათ აიღოთ აქ: https://covidpass.moh.gov.ge/“, – ნათქვამია „შავი ლომის“ განცხადებაში.

ამავე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა დღესვე „ნინიას ბაღმაც“. „ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან „ნინიას ბაღი” მხოლოდ აცრილ, ანტიგენის, ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს“, – წერენ რესტორნის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილმა შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნორთან“ განაცხადა, რომ რესტორატორები კვების ობიექტებში მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეების დაშვებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდიან. საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები