ჯენიფერ ლოპესმა უქმეები ოჯახთან ერთად, მაიამიში გაატარა. 51 წლის ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის საქმროსთან, ალექს როდრიგესთან, ქალიშვილთან და გერთად ერთად ქუჩაში ხელჩაკიდებული სეირნობდა. ჯეი ლო შეუდარებელ ფორმაში იყო, მას შავი, უბრეტელო კომბინეზონი ეცვა და ამავე ფერის პირბადე ეკეთა.
აღსანიშნავია, რომ ალექს როდრიგესის ქალიშვილები ჯეილოსთან დიდ დროს ატარებენ. ტაბლოიდების ცნობით, გოგონები ფაქტობრივად მასთან ერთად ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, ვარსკვლავური წყვილი 2020 წელს უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა პანდემიის გამო მათ ცერემონია გადადეს, ალექსი იმედოვნებს, რომ 2021 წელს ისინი აუცილებლად შეძლებენ ქორწილის გადახდას.
„რამდენჯერაც არ დავგეგმეთ ქორწილი, იმდენჯერ ჩაგვეშალა. პანდემიამ 2-ჯერ შემოგვიტია. თუმცა, როგორც ბეისბოლში ამბობენ, მესამე ცდა გადამწვეტია, იმედია 2021-ში მაინც მეღირსება ჯენიფერზე დაქორწინება“, – განაცხადა რიდრიგესმა ერთ-ერთ ინტერვიუში.