კორონავირუსის პანდემიისას უამრავი ვარსკვლავური ქორწილი გადაიდო. მათ შორის არიან, 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 45 წლის ალექს როდრიგესი. როგორც ცნობილია, მათ პანდემიის გამო საქორწინო ცერემონია ორჯერ გადადეს, პანდემიის დასრულების შემდეგ კი იტალიაში გეგმავენ ჯვრისწერას.
ახლახანს ალექსი The Tonight Show-ში ონლაინ სტუმარი იყო, სადაც თავის გეგმებსა და ქორწინებაზე ისაუბრა.
„რამდენჯერაც არ დავგეგმეთ ქორწილი, იმდენჯერ ჩაგვეშალა. პანდემიამ 2-ჯერ შემოგვიტია. თუმცა, როგორც ბეისბოლში ამბობენ, მესამე ცდა გადამწვეტია, იმედია 2021-ში მაინც მეღირსება ჯენიფერზე დაქორწინება“, – აცხადებს რორიგესი.
როგორც ჩანს, 2021 წელს გრანდიოზული ქორწილი გველოდება, როგორც ალექსი აცხადებს, ყველაფერი ტრადიციისამებრ მოხდება.
შეგახსენებთ, წყვილმა შეხვედრა 2017 წელს დაიწყო, ნიშნობა კი 2019 წელს შედგა. ალექსი და ჯენიფერი შვილებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ.