LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი საქორწილო კაბა და აქლემებზე ამხედრებული წყვილი – 10 ყველაზე არაორდინალური ქორწილი (ფოტო)

936
mnspml

დაივიწყეთ თეთრი კაბა, სმოკინგი, ლამაზი დეკორაციები და საკურთხეველთან წარმოთქმული შაბლონური ფიცი!

თქვენ წინაშეა 10 წყვილი, რომლებმაც უბრალო, სადა და ყოველგვარ გლამურს მოკლებული ქორწილი გადაიხადა.

კრისტიან ბეილი & დექს შეპარდი

წყვილს ქორწილი 142 დოლარი დაუჯდა, ისინი 2016 წელს, პატარა სასამართლოს დარბაზში დაქორწინდნენ, აღსანიშნავია, რომ პატარძალს შავი, უბრალო კაბა ეცვა.

ნიკოლ რიჩი & ჯოელ მედდენი

რიჩი და მედდენი სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2010 წელს დაქორწინდნენ, მათ ამ დროისათვის უკვე 2 შვილი ჰყავდათ. წყვილმა ქორწილი ნიკოლ რიჩის მამის სახლში გადაიხადა.

 

დიანა არგონი &  ვინსტონ მარშალი

წყვილი ერთი წლის ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა, ურთიერთობის დასაკანონებლად კი მაროკოში წავიდა, სადაც აქლემებზე ამხედრებულებმა იქორწინეს, არგონმა თეთრ ფერზეც უარი თქვა და ვალენტინოს მოშიშვლებული კაბა ჩაიცვა.

 

სარა ჯესიკა პარკერი & მეთიუ ბროდერიკი

პარკერმა და ბროდერიკმა ოჯახი 1997 წელს, უეცარი საქორწინო ცერემონიით გააოცეს. ქორწილში სულ რაღაც 100 ადამიანი იყო დაპატიჟებული, ის სინაგოგაში შედგა, პატარძალს  შავი კაბა ამშვენებდა.

მერი-კეიტ ოლსონი & ოლივერ სარკოზი

წყვილის ქორწილი 2015 წელს შედგა, ცერემონია მათ სახლში, მანჰეტენზე გაიმართა და მას 50 ადამიანი ესწრებოდა.

 

ბრიტნი სპირსი & ჯეისონ-ალენ ალექსანდერი

ეპატაჟურმა ბრიტნიმ და ჯეისონ ალექსმა სულ რაღაც 70 დოლარი გადაიხადეს ცერემონიალში, რომელიც 55 საათში ანულირებული იქნა.

ოლივია უაილდი & ტაო რასპოლი

მსახიობი ოლივია უაილდი 19 წლის ასაკში გათხოვდა, მისი რჩეული იტალიელი რეჟისორი, ტაო რასპოლი იყო. წყვილმა ურთიერთობა მუსიკალური ფესტივალის მსვლელობის დროს დააკანონა, ცერემონია კი სკოლის მიტოვებულ ავტობუსსში გააგრძელა. ქორწინებამ 2011 წლამდე გასტანა.

 

სოლანჟ ნოულსი & ალან ფერგიუნსონი

პატარძლის ლუქი – თეთრი ველოსიპედი და სტეფან როლანის კრემისფერი კომბინეზონი.

 

მერლინ მენსონი & დიტა ფონ ტიზი

არაორდინალური წყვილის ქორწილმა გოთიკურ სტილში  ჩაიარა. პატარძალს ,,ვივიენ ვესტვუდის” კაბა ეცვა.

 

პამელა ანდერსონი & კიდ როკი 

რა თქმა უნდა იახტა და საცურაო კოსტიუმები – წყვილმა სენ-ტროპეში იქორწინა, თუმცა ქორწილი ფიქტიური აღმოჩნდა, მათ მომდევნო კვირაში ტაძარში დაიწერეს ჯვარი, თუმცა, წყვილი ერთმანეთს იმავე წელს გაშორდა.

  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები