LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავნაბადაზე ხანძარი ლოკალიზებულია – მხრჩოლავი კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ

78
khandzari-tbilisis-tavze_w_h

შავნაბადაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მხრჩოლავი კერების ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. შავნაბადაზე გაჩენილმა ხანძარმა, რუსთავის ავტომაგისტრალამდე მიაღწია.

ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერა და ძლიერი დაკვამლიანება იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავიაციასთან ერთად, ცეცხლის ქრობის პროცესში თურქეთიდან შემოყვანილი თვითმფრინავიც ჩაერთო, რომელსაც 8-ტონიანი წყლის ავზი აქვს. სახანძრო – სამაშველო ბრიგადები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. ამ დროისთვის, უცნობია ტყის რა ფართობია დამწვარი, უცნობია ასევე, ცეცხლის გაჩენის მიზეზიც.

გუშინ ხანძარი იყო ავჭალაშიც. ცეცხლი ეკიდა ბუჩქებს, ბალახსა და ხეებს. იყო ძლიერი დაკვამლიანებაც. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა მალევე შეძლეს.

ლიკვიდირებულია ხანძარი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საწყობშიც.

ცეცხლი ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო მასალები და აალებადი ნივთიერებები ინახებოდა. არსებობდა ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც.

magti 5g