დღეს საქართველოში ორი ავარია მოხდა. რიკოთზე ავარიას სამი პატრულის სიცოცხლე შეეწირა. გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარ ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
ავარიების შესახებ წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი:
„დღეს ორი უმძიმესი საგზაო შემთხვევა მოხდა საქართველოში.
რიკოთზე პატრულის 3 თანამშრომელი დაიღუპა, შავშებთან კი ექიმ ვალერი ნინიკაშვილი და მისი ოჯახის კიდევ 3 წევრი.
7 ადამიანი დავკარგეთ. უდიდესი ტრაგედიაა.
როგორ გინდა, რომ მშვიდად იჯდე და უყურებდე ყოველდღიურად როგორ იღუპებიან რკინის სიკვდილით ადამიანები.
და ეს სტატისტიკა წლებია, მძიმეა.
როდისმე ხომ უნდა დადგეს დრო, რომ მკვეთრად შემცირდეს საგზაო შემთხვევები და უფრო კულტურული მძღოლებიც ვიყოთ.
ვიზიარებ ოჯახებისა და ქვეყნის ტკივილს“. – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია კლინიკა „იმერმედის” ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე თეა კაპანაძე, შვილი ნიკოლოზ ნინიკაშვილი და დედა. ნინიკაშვილის მეორე შვილი, რომელიც ამავე ავტომობილში იყოფებოდა, მძიმედ დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.