უბედური შემთხვევა გორი-იგოეთის მონაკვეთზე – სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 8 წლის ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
რაც შეეხება დაშავებულს, 9 წლის მოზარდს კლინიკა „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.