LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეამჩნია რუსი, რომელიც 15 მეტრიდან მიმიზნებდა, წამის მეასედში მკრა ხელი…” – უკრაინელმა ჯარისკაცმა ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი გადაარჩინა

2335
275431136-5315769895121792-3593599161407142414-n

უკრაინელმა ჯარისკაცმა ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი გადაარჩინა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ჯიბღაშვილი წერს და ჯარისკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“ეს ის უკრაინელი ჯარისკაცია რომელმაც შეამჩნია რუსი, რომელიც 15 მეტრიდან მიმიზნებდა და წამის მეასედში მკრა ხელი და აკოფში დამაწვინა და გადამარჩინა. შემდეგ კი 5 წუთის განმავლობაში როდესაც მთელი არმია გვესროდა ზურგს უკან მომყვებოდა და გამომიყვანა სამშვიდობოს. რის მერეც რამდენიმე წუთში დაიბომბა ის ტერიტორია სადაც შეგვამჩნიეს. მიყვარხართ დედამიწაზე ყველა ერზე მეტად. თქვენ ხართ, გული და სული რომელიც ჩემშია,”-წერს გიორგი ჯიბღაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები