LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეამოწმეს 26, დაჯარიმდა – 16: რას აპროტესტებენ კაფეების მეპატრონეები

264
100712635-869816833502673-7717825861751144448-n

ბოლო ორ დღეში შემოწმებული 26 კაფედან 16 დააჯარიმებულია. შემოწმება ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა.

თითოეული კაფე  10 000 ლარით არის დაჯარიმებული.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეები აპროტესტებენ. მათი თქმით, რეკომენდაციებს იცავენ და ჯარიმები უსამართლოა. 

მეპატრონეები ეჭვობენ, რომ ჯარიმები ბიზნესის გაკოტრებას გამოიწვევს.

როგორც კაფე-ბარ “პოლიტიკას” დამფუძნებელი ესმა ბერიკიშვილი ამბობს, მათი შემოწმება გასულ შაბათს, გვიან ღამით მოხდა, რის შედეგად შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ბერიკიშვილის განმარტებით, ობიექტი ინსპექტირების სამსახურმა პირველივე შემოწმებაზე დააჯარიმა და მათ აქამდე გაფრთხილება არ მიუღიათ.

“სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაირეცხოს 65 გრადუს ტემპერატურაზე, ამასაც კი ვაკმაყოფილებდით, თუმცა შარი მოგვდეს იმაზე, რომ ჩვენი გაცხელების ქვაბი, თავიდანვე 65 გრადუსზე ვერ ცხელდება და მაშინვე ვერ ირეცხება ჭურჭელი ამ ტემპერატურაზე.

გავზომეთ და 2-მეტრიან დისტანციას მაგიდებს შორის და 1-მეტრიან დისტანციას სკამებს შორის ვიცავდით, თუმცა არც გაუზომავთ, მართლა მტკაველებით გადაზომეს და დაასკვნეს, რომ არ არის ეს რეკომენდაცია შესრულებული.

ჯარიმა დაგვიწერეს იმაზეც კი, რაც არ უწერიათ თავიანთ რეკომენდაციებში, მაგალითად ის, რომ მიმტანები გარეთ უნდა ემსახურებოდნენ მაგიდებს პირბადით და ფარითაც, მაგაზეც დაგვაჯარიმეს, როცა ჩვენი მიმტანები მხოლოდ პირბადეებით ემსახურებოდნენ”, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ესმა ბერიკიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g