LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომად მიმაჩნია, რომ ენმ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვმუშაობთ პარლამენტში: სამადაშვილი

54
სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ შეცდომაა “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, არ მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს.

სამადაშვილი პარტიის პარლამენტში შესვლასაც აფასებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის რიგების გაზრდა თავისთავად პოზიტიური მოვლენაა:

“ზოგადად, მიმაჩნია, რომ წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვის თვალსაზრისითაც ძალიან კარგია, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია იქნება სრულად დაკომპლექტებული პარლამენტში, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების სწორად მუშაობის პრინციპი და შესაბამისად სწორი ნაბიჯია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მათ შორის, მათი პარტიული ინტერესების გათვალისწინებითაც.

მე შეცდომად მიმაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს, რადგან ამ დოკუმენტის საფუძველზე ვმუშაობთ, ჩვენ დღეს პარლამენტში. მაგრამ მათი გადასაწყვეტია და შესაძლოა ის, რომ ოპოზიციის რიგები გაიზარდა პარლამენტში, თავისთავად ეს არის პოზიტიური მოვლენა.

თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში და ამ თვალსაზრისით იმედი გვაქვს, რომ “ნაციონალადახედონ ამ გადაწყვეტილებასაც მომავალში, ვნახოთ.” – თქვა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთო. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

პოპულალურები