LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა სინამდვილეში მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

7078
tika-fanculaia

ადამიანებს ხშირად უჭირთ საკუთარ შეცდომებზე საუბარი და ბოდიშის მოხდა, ზოგჯერ გაწეული საქმისა თუ დახმარებისთვის მადლობის გადახდის აუცილებლობას ვერ ხედავენ. რატომ უჭირთ ადამიანებს შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა – გადაცემის ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგიური ცენტრის „იდილია“ ხელმძღვანელი თიკა ფანცულაია.

“ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან მუდმივად თითი სხვისი მიმართულებით გაიშვირონ, იცავენ საკუთარ ეგო, ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ საკუთარი შეცდომა, ხშირ შემთხვევაში პიროვნების ნარცისისტული დარღვევებით არიან წარმოდგენილი, რაც წარსულ, ბავშობის ნეგატიურ გამოცდილებას უკავშირდება და აწმყოში სხვადასხვა დაცვითი მექანიზმების სახით ვლინდება. შეცდომის აღიარებით, ჩვენ ვიმსუბუქებთ საკუთარ ყოფას და ეს არის სიძლიერის ნიშანი. აუცილებელია ბაშვებს ვასწავლოთ, რომ შეცდომის აღიარება არის აუცილებელი. ხშირად ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ აღირებენ საკუთარ შეცდომას, რომ ეშინიათ დაცინვის, ქილიკის, ეშინიათ რომ ამას სისუსტედ ჩაუთვლიათ, სინამდვილეში მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია აღიაროს და ბოდიშიც მოიხადოს.

ადამიანები, რომლებსაც ბოდიშის მოხდა უჭირთ, ბოდიშს განიხილავენ საკუთარი არასრულფასოვნების ან ღირსების შემლახველ ქმედებათ. თვლიან, რომ ამ ნაბიჯით თავს იმცირებენ, მაშინ როცა მეორე მხარე ელის მათგან გზავნილს: „მე ვხედავ ჩემ შეცდომას და მე ვზრუნავ შენზე“. შეცდომის აღიარებით და ბოდიშის მოხდით, მეორე მხარის კეთილგანწყობას ვიმსახურებთ. ყველა უშვებს შეცდომას, მთავარია გაანალიზება და შემდგომი რეაგირება. ბოდიში არის ის აუცილებელი პროცესი, რომელიც ურთიერთობას მხოლოდ ამყარებს“.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები