თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპის შემთხვევების მატებაზე პრევენციული ზომების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტის გრიპით ავადობა დაფიქსირდება, სააგენტო იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კერძოდ, იმისათვის, რომ შემცირდეს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან, მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს და მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეაჩერებს სააღმზრდელო პროცესს”, – ნათქვამია განცხადებაში.
