LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შედეგები გარკვეულწილად დამამშვიდებელია, დადებითობის მაჩვენებელი არც ერთ ჯგუფში არ ჭარბობს ერთ პროცენტს: გამყრელიძე ეპიდსიტუაციას აფასებს

82
ამირან გამყრელიძე

“იმ ინტენსიური დამატებითი ტესტირების შედეგები, რომელიც გარკვეულ ჯგუფებში მიმდინარეობს, გარკვეულწილად დამამშვიდებელია, რადგან დადებითობის მაჩვენებელი არც ერთ ჯგუფში არ ჭარბობს ერთ პროცენტს.” – საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება.

ამირან გამყრელიძემ ის მონაცემები წარადგინა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს ასახავს:

☑  ტაქსის მძღოლებში მაჩვენებელი 0,5 %

☑  ბაზრობის მოვაჭრეებში 0,3%

☑  რელიგიის მსახურებში 0,9%

☑  მოლებისა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებში 0,2%

☑  სკოლის პედაგოგებში 0,3%

☑  სატრანსპორტო პოლიციაში 0,4%

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, ახალ შემთხვევათა რიცხვი, 10-ჯერ არის შემცირებული, ასევე შემცირებულია სიკვდილიანობაც:

“ჩვენ შევადარეთ ნოემბერ-დეკემბრის და დღევანდელი მონაცემები ინციდენტობის თვალსაზრისით. ეს არის ახალ შემთხვევათა რიცხვი 100 000 მოსახლეზე. ყველაზე მაღალი ინციდენტობა ჩვენ გვქონდა 10 დეკემბერს. 15 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩვენ გვქონდა პიკური პერიოდი, როცა ყოველდღიურად გვქონდა 4 000-5 000 შემთხვევა. დღევანდელ ახალ შემთხვევათა რიცხვი, გახლავთ 10-ჯერ შემცირებული, ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა.” – თქვა მან.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ამასტან, მისივე განცხადებით, შემცირებულია პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი:

“უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილი იყო შემოდგომით 72%-მდე, ხოლო ბოლო მონაცემებით ფიქსირდება კლება 62%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ რადგან სტაბილიზაცია მიდის, ვქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, არადა საქართველოსთვის 400 შემთხვევა არ არის ცოტა და ეს ძალიან საყურადრებოა.” – თქვა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g