LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეძლებენ თუ არა საზღვარგარეთ ქართული ღვინის ბრენდების გაყალბებას?

84

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლი განხორციელდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა განუცხადა.

როგორც სამანიშვილმა განმარტა, მემორანდუმი, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ”საქპატენტს” შორის გაფორმდა ადგილწარმოშობის დასახელებების (მაგალითად, როგორებიცაა: ”მუკუზანი”, ”ქინძმარაული” და სხვა) დაცვას გულისხმობს.

”ჩვენ და ”საქპატენტი” დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით. ყველა ადგილწარმოშობის ღვინის დასახელება დაცული იქნება, რომ მათი დასახელება ადგილობრივად, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში არასწორად არ იყოს გამოყენებული. გაფორმებული მემორანდუმით, ”საქპატენტი” ვალდებულებას იღებს დაგვეხმაროს ამ საქმის სამართელბრივ გამართვასა და ადგილობრივი დასახელებების საერთაშორისო დაცვაში”,- განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის, კონტროლისა და მათი დაცვის მექანიზმების დახვეწის, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ბრენდინგის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალურ ცენტრ „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო და „საქპატენტი“ კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. ერთობლივად იმუშავებენ უკვე დარეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციების დახვეწასა და განახლებაზე, საქართველოში დაცული ადგილწამორშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მიზნებისთვის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის დაფუძნების წახალისებაზე.

აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა განპირობებულია, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მნიშვნელობით, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები