LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეხე და იბედნიერე: 7 ქანდაკება, რომლებსაც იღბალი მოაქვთ

1

ზუსტად არავინ იცის, როგორ მუშაობს წარმატება. თუმცა იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ ბედი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება შეგხვდეთ. შევარჩიოთ 7 ძეგლი, რომლის შეხებაც ღირს, ვისაც კარგი ნიშნების სჯერა.

 

ვიქტორ ნუარას საფლავი, საფრანგეთი


პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზეა დაკრძალული ვიქტორ ნუარი, ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს დუელში მოკლეს. ლეგენდის თანახმად, გარდაცვლილს მორგში მოულოდნელად ერექცია დაეწყო. პარიზელ ქალბატონებს სჯერათ, რომ თუ ნატურალური ზომის ბრინჯაოს ჟურნალისტს იმ ადგილზე შეეხები და მერე შუბლზეც აკოცებ, ქალი სამუდამოდ დაივიწყებს ინტიმურ ამბავში პრობლემებს.

 

ბრინჯაოს მოცეკვავეები, სასტუმრო რივიერა, ლას ვეგასი


ლას ვეგასის ყველაზე ფოტოგრაფირებადი ქანდაკება. მიიჩნევა, რომ თუ რკინის გოგონებს გაწმინდავ, მოთამაშეს აუცილებლად გაუმართლებს კაზინოში. მრავალი წელია აზარტული თამაშების მოყვარულები მოცეკვავეების უკანალებს აპრიალებენ, მაგრამ მათგან რამდენს მოუგია, არავინ იცის.

 

ტურინული ხარი, იტალია


მილანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა რომ ნახოთ, დაბლა უნდა იყუროთ. ვიქტორ ემანუელის გალერეაში იატაკი მოზაიკითაა მორთული. ცენტრალური დარბაზის იატაკზე სამეფო გერბია, მისი მეზობელ დერეფნებზე იტალიის ქალაქების გერბებია გამოსახული. განსაკუთრებით გამოირჩევა ტურინის გერბი ხარის გამოსახულებით. თუ ქუსლით ხარზე დადგებით და საათის ისრის მიმართულებით სამჯერ დატრიალდებით, ეს წარმატებას მოგიტანთ. ამის გამო ხარის ადგილზე დიდი ხანია წაიშალა მოზაიკა, მაგრამ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ტურისტებს მაინც არ ედავება.

 

მჭერმეტყველების ქვა, ირლანდია


ირლანდიური გადმოცემის თანახმად, ვინც ქვას აკოცებს, მჭერმეტყველებას მოიპოვებს.
ყველაზე არაჰიგიენური ღირსშესანიშნაობა კორკის საგრაფოში, ბლარნის ციხესიმაგრის კედელშია.

 

სენსო-ძის ბუდისტური ტაძარი, იაპონია


ტოკიოს ტერიტორიაზე ყველაზე ძველი ბუდისტური ტაძარი არა მარტო სულს, არამედ სხვეულსაც კურნავს. ძველი ლეგენდის თანახმად, თუ ტაძრიდან გამოტანილ საკმეველს მტკივან ადგილზე მოისმევთ, ტკივილი გავა. თან ამის შესახებ ღმერთებს უნდა აუწყოთ – ორჯერ შემოსცხოთ ტაში.

 

საკანალიზაციო ჭების სახურავები შვედეთში


შვედეთის ნებისმიერ ქალაქში წარმატების მომტანი ქანდაკებები ქუჩებსა და გზებზეა მიმოფანტული. ჩვეულებრივ საკანალიზაციო ლიუკებს ან ასო „k“ (შვედურად kallvatten – სუფთა წყალი), ან „a“ (avlopp – ჩამდინარე წყალი). თუმცა რომანტიულად განწყობილი შვედები ამ ასოებს სხვაგვარად აღიქვამენ. „K“ ნიშნავს kärlek – სიყვარული, „a“ ნიშნავს avbruten – დამსხვრეული სიყვარული. ამიტომ სუევერული შვედები ცდილობენ ან დააბიჯონ k-ს, ან გვერდი აუარონ a-ს. შვედების შემყურე ტურისტებმა კი დიდი ხანია თავადაც დაიწყეს ეს თამაში.

 

ფლორენციის ტახი, იტალია


ფლორენციის ცენტრში, ძველი ბაზრის მოედანზე ცხოვრობს ტახი – ბრინჯაოს შადრევანი, რომელიც უკვე 400 წლისაა. ტრადიციის თანახმად, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და ღორს პირში მონეტა ჩაუდოთ. პირიდან გამოვარდნილი მონეტა უნდა დაეცეს ჩლიქებს ქვემოთ გისოსებზე. თუ ღრეჩოში გაძვრა – სურვილი აუცილებლად ასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g