LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო პარტნიორის სტატუსით გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში: კელი დეგნანი

49
კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიის დასრულებას ულოცავს. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო პარტნიორის სტატუსით გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. დეგნანის თქმით, მთელი საერთაშორისო მისიის ფარგლებში საქართველო თავის ღირსეულ მოვალეობას ასრულებდა.

ელჩმა ქართველ სამხედროებს შეერთებული შტატების სახელით მადლობა გადაუხადა.

„ვულოცავ ყველას სახლში უსაფრთხოდ და წარმატებით დაბრუნებას. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი გზა განვლეთ მეგობრებო. თქვენ წელიწადზე მეტია გადიხართ წვრთნებს და თქვენ შეინარჩუნეთ დისციპლინა და ერთგულება, მიუხედავად იმ გამოწვევებით აღსავსე დროისა და გაურკვევლობის სიმრავლისა, ამისთვის გიხდით მადლობას.

გლობალური პანდემიის გამო შეიცვალა და ბევრი კორექტირება მოუწია თქვენს მონაწილეობას საერთაშორისო მისიაში, თუმცა თქვენ არ დათმეთ და წარმატებით შეასრულეთ თქვენი მისია როცა თქვენი ჯერი დადგა. მე ვულოცავ ყველა ჯარისკაცს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ საერთაშორისო მისიაში. შეერთებული შტატების სახელით უდიდეს და ყველაზე გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს იმისათვის, რომ დათმეთ თქვენი ოჯახები, მეგობრები, სამშობლო და საერთაშორისო მისიაში იღებდით მონაწილეობას და ახლა დაბრუნდით წარმატებული, ჯანმრთელი და ამაყად თავაწეულნი.

მე მინდა ბატონი ლინკელნის სახელით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მონაწილეობას და წვლილს საერთაშორისო პარტნიორის სტატუსით და გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში გაწეულ წვლილს. მთელი საერთაშორისო მისიის ფარგლებში საქართველო ასრულებდა თავის ღირსეულ მოვალეობას.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ სასწავლო ცენტრი იყო სამაგალითო და ამერიკელი ჯარისკაცები და ინსტრუქტორები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ წვრთნებში იყვნენ ასევე ის ნათელი მაგალითი, რომ თქვენ ყველანი წარმატებით შეძლებდით ამ საერთაშორისო მისიის დასრულებას და სამშობლოში დაბრუნებას.

მე ვიცი, რომ კარანტინშიც მოგიწიათ ყოფნა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმისათვის, რომ თქვენი კოლეგა ჯარისკაცები დაგეცვათ, მათი ჯანმრთელობა. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი ღვაწლი გაქვთ იმაში, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველომ თავისი სახელი დაიმკვიდროს სამუდამოდ.

ნებისმიერ თქვენგანს ან ნებისმიერ ბატალიონს, რომელსაც მონაწილეობა მიუღია  ამ საერთაშორისო მისიებში, აქვს თავისი სიტყვა ნათქვამი. მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ იმის პოტენციალი, რომ დაიცვათ თავი მტრულად განწყობილი ძალებისგან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი სამაგალითო სამსახურისთვის,” – განაცხადა კელი დეგნანმა სენაკში გამართულ ღონისძიებაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g