„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა“.
„საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“
ცნობისთვის, გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.