LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

91
სანქციები რუსეთს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სახაზინო დეპარტამენტმა ასევე შეზღუდვები გაავრცელა რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებზე.

ეს ნაბიჯი აშშ-ის აძლევს საშუალებას, დაუწესოს სანქციები ნებისმიერ პირს ან კომპანიას, რომელიც გადაწყვეტს ამ სექტორებში საქმიანობას.

აშშ-ს ხაზინამ განაცხადა, რომ სანქციებს აწესებს 21 სუბიექტსა და 13 ფიზიკურ პირზე, მათ შორის Mikron-ზე, რუსეთის უმსხვილეს ჩიპების მწარმოებელზე და მიკროელექტრონულ ექსპორტიორზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანას სანქცირებას ყველა კუთხით, სანამ ეს უაზრო ომი არ დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვს ემუქრება საერთაშორისო სანქციების ფართო სპექტრი სექტორებზე, დაწყებული სამხედრო საქონლით დამთავრებული ფუფუნების საგნებით, საჰაერო მოგზაურობით და საბანკო საქმეებით.