LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფერხებები არ გველოდება უახლოეს მომავალში, პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი წესრიგშია – სოფლის მეურნეობის მინისტრი

63
imedinews46367

შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება, რომ აღმოიფხვრას. რეალურად, მარაგის პრობლემა რომ იყოს ქვეყანაში, მაშინ შევსება ვერ მოხდებოდა და დეფიციტთან გვექნებოდა საქმე. ამ პროცესს ბიზნესთან ერთად ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ აქ მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გველოდება უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ გაფრემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან. ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოსახლეობის ნაწილმა აბსოლუტურად არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შექმნის მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს, ისე რომ შეფერხება არ არის. შემოდის პროდუქტები ქვეყანაში, როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. მით უმეტეს, რომ შაქარი არ შემოგვაქვს ჩვენ არც უკრაინიდან და არც რუსეთიდან, შესაბამისად, ამ აჟიოტაჟს საფუძველია არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან მიმართებაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს. ჯერჯერობით, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი მარაგები როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის. ვთანამშრომლობთ ჩვენს კერძო სექტორთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ შესაბამის ბაზრების მოძიების პროცესში. დღესდღეობით ამ მიმართულებით, ჩვენ ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი არის წესრიგში “, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები