LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეგვიძლია ნიღბებს დავემშვიდობოთ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ” – დანიაში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა

3948
1

“ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ვუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას,” – განაცხადა დანიის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა და ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ნიღბის ტარების ვალდებულება უქმდება. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში – “ჩვენ შეგვიძლია დავემშვიდობოთ ნიღბებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში.” – თქვა მინისტრმა.

თავდაპირველად, იგეგმებოდა, რომ ცვლილება ძალაში 1 სექტემბრიდან შევიდოდა. ორი დღის წინ კი ჯანდაცვის ორგანოებმა ქვეყანაში, რომელშიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირდა 329 010 და გარდაიცვალა 2 558 ადამიანი, რეგულაციების შემსუბუქება დაიწყეს.

დანიის მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უკვე სრულად არის ვაქცინირებული.

“ჩვენ ახლა კარგად ვაკონტროლებთ ინფექციას მთელს საზოგადოებაში. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია პრევენციული რეკომენდაციების ადაპტირება ისე, რომ ადამიანებმა შეძლონ, შეინარჩუნონ ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება პრევენციული ზომების დაცვით.” – აღნიშნა ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ელენე ბილსტედ პრობსტმა.

პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება თვითმფრინავებსა და ქვეყნის აეროპორტებში, სადაც საერთაშორისო საჰაერო-სატრანსპორტო წესები მოქმედებს.

 

magti 5g