აშშ-ში, ალაბამას შტატში პოლიციამ დააკავა 8 წლის ბიჭი, რომელმაც მძღოლს მანქანა პისტოლეტის მუქარით წაართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Magnolia State Live ავრცელებს.
გატაცებული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლიციელები ეძებდნენ მანქანას, რომლის საჭესთანაც შეიარაღებული ბავშვი იჯდა. როდესაც სამართალდამცავებმა პატარა კრიმინალის შეჩერება სცადეს, ქურდმა გაზს მოუმატა და დევნაც დაიწყო.
ბოლოს ბავშვი მართვას ვერ გაუმკლავდა და სხვა მანქანას დაეჯახა, რამაც გააჩერა კიდეც ის.
პოლიციამ ბიჭუნა დააკავა. მას ბრალი ძარცვაში, პოლიციისგან გაქცევაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში ედება.