LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიცვლება თუ არა მგზავრობის ტარიფი

337
122301021-4006107396072497-5982475608494744395-o

ჩვენი მთავარი საზრუნავი ტრანსპორტით მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებაა – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ახალი სამარშრუტო ხაზების პრეზენტაციზე ისაუბრა.

“ფორტუნას” შეკითხვას შეიცვლება თუ არა სამგზავრო ტარიფები, უპასუხა, რომ ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება და მგზავრები ძველი ტარიფით ისარგებლებენ.

ცვლილებები ამ ეტაპზე მხოლოდ მძღოლების ხელფასებს შეეხება. მათ ექნებათ ფიქსირებული ანაზღაურება, რაც შე3ეხება მგზავრობის ტარიფს უახლოესი პერიოდი არც ტარიფის მომატება და არც შემცირება არ იგეგმება”.-აღნიშნა ხმალაძემ.

რაც შეეხება გადახდის მეთოდს, აღნიშნა, რომ მგზავრების მხრიდან თანხის გადახდა, მგზავრობის დასაწყისში, ბარათის მეშვეობით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ახალი სამარშრუტო ხაზების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარდგენილი იყო:

• სწრაფი სატრანზიტო ქსელის მარშრუტი, სადაც 12 მეტრიანი ავტობუსი ივლის
• საქალაქო ქსელის მარშრუტი – 8 მეტრიანი ავტობუსი
• საუბნო ქსელის მარშრუტი – 6 მეტრიანი მიკროავტობუსი

 

ახალი მარშრუტები, უნაღდო ანგარიშსწორება, შემცირებული მოცდის დრო: როგორი იქნება განახლებული სატრანსპორტო ქსელი

 

“ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინ. 3 წთ/მაქს. 15წთ.), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. ამით, მოქალაქეებისთვის მგზავრობის და მოცდის დრო შემცირდება.

2021 წლიდან კი ავტობუსების რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.

magti 5g