LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძინე ზაფხულის საბურავები ფასდაკლებით Tegetashop.ge-ზე

577
თეგეტა

საბურავები ჩვენი ავტომობილის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც უშუალოდ ეხება გზის ზედაპირს. შესაბამისად, დამუხრუჭებისას და დაძვრისას ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ საბურავებზე მოდის.

საბურავის შერჩევისას რამდენიმე დეტალი იჩენს თავს. უპირველესად, ესაა სეზონურობა. არსებობს ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის საბურავები. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს და სეზონის შესაბამისად გამოიყენება. მაგალითად, ზამთრის საბურავები გათვლილია რთული რელიეფისთვის. ყინვის, თოვლჭყაპიანი ზედაპირის პირობებში აქვს იდეალური მოჭიდება და მინიმუმამდე ამცირებს მოცურების რისკს. თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად, ასეთი საბურავები უნდა ჩანაცვლდეს.

ზაფხულის საბურავები გათვლილია თბილი, წვიმიანი ან ნესტიანი კლიმატისთვის. მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე აქვს შესაბამისი მოჭიდება, რაც გადაადგილებას მარტივსა და უსაფრთხოს ხდის. ზამთრის საბურავის ზაფხულის საბურავით ჩანაცვლების ყველაზე ოპტიმალური დრო გაზაფხულია, როდესაც ტემპერატურა, მინიმუმ, 7 გრადუსს ჩამოსცდება.

ზაფხულის საბურავები იაფად „თეგეტა მოტორსში“ შეგიძლია შეიძინო. ონლაინ შოპი დაკომპლექტებულია პრემიუმ ხარისხის ბრენდებითა და პროდუქციის ასორტიმენტით, რომლებიც ყველა ტიპის მომხმარებელზეა ორიენტირებული. ივლისის განმავლობაში საბურავების ბრენდების შერჩეულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლებაა. შეთავაზება ვრცელდება ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: BRIDGESTONE, YOKOHAMA, MICHELIN, CONTINENTAL, PIRELLI. გაითვალისწინე, რომ ფასდაკლებით მხოლოდ ონლაინ შეძენისას ისარგებლებ.

განვიხილოთ საბურავების რამდენიმე ბრენდი:

საბურავების მწარმოებელ იაპონურ ბრენდს BRIDGESTON და „თეგეტა მოტორსს“ 25-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. „ბრიჯსტოუნის“ საბურავები უმაღლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია, უსაფრთხო გადაადგილება და რთულ გარემოში ეფექტიანი მუშაობა – სწორედ ასე ხასიათდება გამორჩეული ბრენდი „ბრიჯსტოუნი“.

PIRELLI-ს საბურავები ინოვაციური პროდუქტია, რომელიც მომხმარებლის მაღალი ნდობით სარგებლობს. იტალიური ბრენდის საბურავები ნებისმიერი ტიპის გზაზე კომფორტულია და უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. PIRELLI პრესტიჟული საბურავების წარმოების მიმართულებით ლიდერია მთელ მსოფლიოში.

გერმანული ბრენდის CONTINENTAL საბურავები საიმედოობისა და გამძლეობის გამო მყარი რეპუტაციით სარგებლობს. მაღალეფექტური და ინოვაციური პროდუქტის წარმოება Continental-ის მთავარი პრიორიტეტია. ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოიალური მომხმარებელი, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს ხარისხის მდგრადობას.

მაღალი ხარისხის საბურავების ყიდვა „თეგეტას“ ონლაინმაღაზიაში შეგიძლია. აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქციიდან სასურველის შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდება, რადგან აქ დაგხვდება შენი ავტომობილისთვის ყველა საჭირო ატრიბუტი. ამასთანავე, ივლისში თეგეტას ონლაინშოპში საბურავების შერჩეულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპზე არ გაქვს საკმარისი თანხა, „თეგეტაში“ საბურავები განვადებით შეგიძლია შეიძინო. დამატებითი ინფორმაციისთვის გვესტუმრე საიტზე ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 322 26 44 44

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები